ვანიშვილი შალვა ნიკოლოზის ძე

ვანიშვილი შალვა ნიკოლოზის ძე (დ. 1. IX. 1931, სოფ. ატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), იურისტი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართველოს პოლიტ. მეცნ. აკად. წევრი. 1954 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, სპეციალობით სახელმწ. სამართალი. 1954-იდან მუშაობდა ადმ. ორგანოებში, პარალელურად პედ. საქმიანობას ეწეოდა ნ. ბარათაშვილის სახ. გორის პედაგოგიურ ინ-ტში, თსუ-სა და სტუ-ში. მისი სამეცნ. კვლევის საგანია სახელმწ. და სამართლის ისტორია. არის გორისა და ვ. სუხიშვილის უნ-ტების სრული პროფესორი. ვ. 70–80-იან წლებში მოღვაწეობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოგრაფიის ინ-ტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე, მ. შ. მონოგრაფია – „ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში (1864–1917)”.