გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, მდებარეობს სოფ. გონიოსთან (აჭარის არ). დაარსდა 1994; მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიას (საერთო ფართ. 4,75 ჰა , საექსპოზიციო – 156 მ²), სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა (მაკედონიის მეფის ანტიგონა გონატას მონეტა, ძვ. წ. III ს., სინოპური კერამიკა).
აღმოჩენილია საზ. დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები, ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკისა და კრამიტის ნიმუშები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რ-იც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება (აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. სახელმწ. მუზეუმი). მუზეუმ-ნაკრძალში დაცულია 17 ათ. ექსპონატი.
გ.-ა. მ.-ნ-ის პარტნიორი ორგანიზაციებია საქართვ. არქეოლ. კვლევის ცენტრი, იენის უნ-ტი.