„თავი ბეგარა”

"თავი ბეგარა”, მიწაზე დადებული ნატურალური გადასახადის ძირითადი სახეობა. იგი განსაზღვრული იყო მიწის ოდენობით და გლეხების ეკონ. შესაძლებლობით. `თ. ბის” რაობა და რაოდენობა თითოეული გლეხისათვის ინდივიდუალური იყო და მებეგრე გლეხის აუცილებელ გადასახადს წარმოადგენდა. იგი არ ევალებოდა მსახურთა ნაწილს და გააზატებულ გლეხებს (მთლიანად ან ნაწილობრივ). დას. საქართვ. საბეგრო ნუსხებში თავში დასახელებული იყო უსახელო ბეგარა „თ. ბ.” იგი შეიძლებოდა ყოფილიყო: ღორი (მოგვიანებით საკლავი, როგორც ღორი, ასევე ძროხა – მსხვილფეხა რქოსანი საქონელი), ქათამი, ღვინო, ღომი, პური... სამეგრელოში „თ. ბ.” XIX ს. შუა ხანებშიაც არის დადასტურებული.

ლიტ.: მეგრელაძე დ., ლორთქიფანიძე მ., აკოფაშვილი გ., სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, თბ., 1967; მუსხელიშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურეკონომიური კატეგორიები XVI–XVII სს., {ენიმკის მოამბე}, 1940, ტ. 5–6; სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან (სათავადოების სისტემა), თბ., 1966.

დ. მეგრელაძე