გორაბერეჟოული

გორაბერეჟოული, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), სუფსის დაბლობზე, მდ. სუფსის მარცხ. ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 140 მ, ჩოხატაურიდან 5 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 24 კმ. 766 მცხ. (2002).

სახელწოდება გ. მიღებულია ორი სოფლის – გორასა და ბერეჟოულის სახელთა გაერთიანებით. ადამიანს აქ ჯერ კიდევ წინაანტ. ხანაში უცხოვრია.

გ-ში შემორჩენილია ციხე-გალავანი (XVII ს. მიწურული) და ეკლესია (XIX ს.).

ი. სიხარულიძე