ვართანიანი კონსტანტინე ტიგრანის ძე

ვართანიანი კონსტანტინე ტიგრანის ძე [24. IX (6. X). 1898, თბილისი, – 10. XII. 1957, იქვე], ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექ. მეცნ. კანდიდატი (1953), 1931 გერმანიაში დაამთავრა სამთო აკადემია. 1932–57 მუშაობდა მინერ. ნედლეულის საკავშ. ინ-ტის საქართველოს განყ-ბაში (ახლანდ. კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტი) უფროს მეცნ. თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ. ვ-ის შრომები ძირითადად ეხება სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების საკითხებს. 1951 საქართვ. ბარიტისის საბადოთა შესწავლისათვის, სხვა სპეციალისტებთან ერთად, მიენიჭა სტალინური პრემია.