გორაფის ტბა

გორაფის ტბა, ყ ვ ა რ ა შ ი ს  ტ ბ ა, ტბა დას. საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 2175 მ. ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. ზედაპირის ფართ. 0,08 კმ², აუზის ფართ. 2,8 კმ². მაქს. სიღრმე 15,6 მ, საშ. – 7,7 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, ტბიდან გაედინება მდ. ყვარაში (ჩხალთის მარჯვ. შენაკადი). ზაფხულში ზედაპირზე წყლის ტემპ-რა 15–16°C-ია. ზამთარში რამდენიმე თვე იყინება.

ტბაში გავრცელებულია კალმახი.

ყვარაშის ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".

ი. აფხაზავა