ვაშაკიძე ამირან სერგოს ძე (17. II. 1927, თბილისი, – 5. IV. 2007, იქვე), ინჟინერ-მანქანათმშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1979), საქართვ. საინჟ. აკად. წევრი (2002). 1950 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით. 1951–59 მუშაობდა თბილ. ინდუსტრიულ ტექნიკუმში პედაგოგ-ად, თბილ. ზუსტი ხელსაწყოების ქ-ნაში – განყ-ბის გამგედ; 1959–90 იყო საქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლითონთა წნევით დამუშავების განყ-ბის გამგე. შეთავსებით პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. ვ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა მარტივ და ფასონურ ყალიბებში გლინვის პროცესის თეორ. და ექსპერ. კვლევა. მის მიერ დამუშავებულია მზა ნაგლინი პროდუქტების მიღების პროგრ. ტექნოლოგიები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია, არის 15 გამოგონების ავტორი.