ვაშაკიძე ვერა ივანეს ასული (10. III. 1927, თბილისი, – 22. IX. 1996, იქვე), ექიმი-ტოქსიკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985); საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1994). 1949 დაამთავრა თსსი; მუშაობდა სანატორიუმ „ლიკანსა” და „სტროიტელში” (გუდაუთა); იყო ნ. მახვილაძის სახ. შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ტოქსიკოლოგიური განყ-ბის გამგე (1963–78); ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, ხოლო შემდეგ – დირექტორი (1978–96). ვ. არჩეული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევრ. რეგიონალური ბიუროს მრჩევლად (1978), იყო იუნეპის პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერების საერთაშ. რეგისტრის კორესპონდენტი (1985), ჩინეთის სამედ. მეცნ. აკად. ვიზიტ-პროფესორი (1990), რესპ. მთ. სპეციალისტი პროფპათოლოგ-ტოქსიკოლოგიის დარგში (1987). ვ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 7 მონოგრაფიის ავტორი.