ვაშაკიძე ნიკოლოზ ამირანის ძე (დ. XII. 1965, თბილისი), ინჟინერ-მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2001). 1987 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი. გავლილი აქვს სასწ. კურსები დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში (1997–2002) თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების პროგრამით. 1988-იდან მუშაობდა სპი-ის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. 2000–12 იყო საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ნავთობის საერთაშ. კორპორაციის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართვ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ვ-ის კვლევის სფეროა: სორტული პროფილების გლინვის ოპტიმიზაცია; გლინვის პროცესების მათ. მოდელირება; ელექტროგლინვის პროცესების განვითარება და კალიბრთა სისტემების კვლევა.
თხზ.: რუსეთი და დასავლური არჩევანის პერსპექტივები, თბ., 2003.