ვაშაკიძე ომარ შალვას ძე

ვაშაკიძე ომარ შალვას ძე (27. IV. 1933, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 27. VII. 2007, თბილისი), აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1995). 1955 დაამთავრა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი. 1959–64 მუშაობდა საქართვ. სოფ. მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1964–2006 – საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახ. მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სოფ. მეურნეობის განყ-ბის გამგედ. 1959-იდან ლექციებს კითხულობდა საქართვ. აგრარულ უნ-ტსა და თბილ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1992–98 იყო სახელმწ. მრჩეველი საქართვ. სახელმწ. მეთაურის (1995-იდან – საქართველოს პრეზიდენტის) აპარატში. მონაწილეობდა ქვეყნის აგრ.-სამრეწვ. კომპლექსის ეკონ. და მართვის საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში. ვ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის, სოფ. მეურნეობის ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის პრობლემურ საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).