ვაჩაძე ამბაკო ავთანდილის ძე (დ. 17. III. 1983, ქუთაისი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). მსოფლიოს ჩემპიონი (2010), ევრ. სამგზის ჩემპიონი (2009–11), რუს. ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი რუს. ნაკრების შემადგენლობაში (2008), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2009). რუს. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (2009), რუს. სპორტის დამს. ოსტატი (2010). რუს. ნაკრების წევრი 2006-იდან.