ვაჩნაძე გიორგი იურის ძე (დ. 13. VII. 1967, თბილისი), პიანისტი. პიანისტთა არაერთი საერთაშ. კონკურსის (ჯინა ბახაუერის სახ., 1994; ცინცინატის, 1997; პალმ-ბიჩის, 1998) ლაურეატი. თბილ. ცენტრ. სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1986, სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (ვ. შიუკაშვილის კლასი). 1990 (მეოთხე კურსიდან) სასწავლებლად გადავიდა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში. 1999 შედგა ვ-ის საკონცერტო დებიუტი ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრის „ალის-ტული-ჰოლში”. ამ დროიდან ეწევა წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ფინეთი და სხვ.). 2010-იდან არის ჩიკაგოს უნ-ტის პროფესორი, კათედრის გამგე.