გორგოძე შოთა ვარლამის ძე (10. XI. 1932, სოფ. ზედა ილემი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, - 1. III. 2020, თბილისი), შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1988).
დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინრების ინ-ტი (1950). მუშაობდა ქ-ნა „ელექტროგამშვებში" საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963–65 საქ. კპ თბილ. პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965-იდან – შინაგან საქმეთა სამინისტროში განყ-ბის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977–86 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1986–90 იყო შს მინისტრი, 1987–90 – საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985–90 – სპორტსაზოგადოება „დინამოს" თავ-რე. 1994–2000 – საქართვ. შსს აკადემიის რექტორი. 2001 სექტ-იდან თადარიგშია.
გ. არის პედ. მეცნ. და საერთაშ. ინფორმატიკის აკადემიების წევრი.
მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2003).
ლ. დოლიძე