ვაწაძე ნუგზარ მიხეილის ძე

ნ.ვაწაძე

ვაწაძე ნუგზარ მიხეილის ძე (10. VI. 1937, თბილისი, - 9. VI. 2018, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). 1961 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონ-სერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1959-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას (1970-იდან – თბილ. III სამუსიკო სასწავლებელში). 1996–2009 საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი იყო. ვ-ს ეკუთვნის ოპერეტა „ბერიკონი” (1984), 2 საფორტეპიანო კონცერტი (1956, 1961), სიმებიანი კვარტეტი (1960; პრემირებულია ახალგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედების საკავშ. დათვალიერებაზე მოსკოვში, 1962), საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისათვის. შექმნილი აქვს მუსიკა მრავალი მხატვრული კინოფილმისათვის: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, 1962 (ა. კერესელიძესთან ერთად), „პიერი, მილიციის თანამშრომელი”, 1965; „ცისკრის ზარები”, 1967; „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969; „მაცივარში ვიღაც იჯდა”, 1983 და სხვ.). მუსიკალურად გააფორმა არაერთი ანიმაციური ფილმი: მ. შ. „ნარცისი” (1964), „ო, მოდა, მოდა” (1968), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ” (1977), „ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე” (1980) და სხვ.