ვაჭარაძე კახა ვაჟას ძე

ვაჭარაძე კახა ვაჟას ძე (დ. 22. VI. 1962, თბილისი), ექიმი-ფთიზიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2004). 1985 დაამთავრა თსსი; 1987–89 მუშაობდა რესპ. ცენტრ. კლინ. საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგ. განყ-ბაში, 1990–2001 – გ. მესტიაშვილის სახ. ტუბ. საავადმყოფოში; 1996–97 იყო ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 2001-იდან – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნ. ცენტრის ბრონქიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, 2004-იდან – ამავე ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2003–05 – თსსუ-ის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის პროფესორი, 2005–06 – ამავე კათედრის გამგე, 2006-იდან – თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ვ. არის საქართვ. რესპირაციული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტი – 2010–13) და სხვადასხვა საერთაშ. ასოციაციის წევრი. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (2012). ვ. მრავალი სამეცნ. შრომის, 2 პრაქტ. რეკომენდაციისა და 2 გამოგონების ავტორია.