ვახტანგაძე მუხრან ალის ძე

ვახტანგაძე მუხრან ალის ძე (დ. 22. I. 1973, ბათუმი), სპორტსმენი (ბერძნ.-რომაული ჭიდაობა). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (სიდნეი, 2000), მსოფლიოს ჩემპიონი (2001), მსოფლიოს თასის მფლობელი პირად (2003) და გუნდურ (2004) ჩათვლაში. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2001) ორდენების კავალერი.