„თანამედროვე ფარმაცია”, ქართული სამეცნიერო და პრაქტიკული ჟურნალი, თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტის ფარმაცევტული ფაკტის ორგანო. გამოდიოდა 30იან წლებში. პირველი და მეორე ნომერი გამოიცა 1930, მესამე – 1931. ჟურნალის რედაქტორი იყო ი. ქუთათელაძე, პასუხისმგებელი მდივნები – ნ. მასხულია და პ. ჭუმბურიძე. ჟურნალში იბეჭდებოდა სამეცნ. შრომები, რეფერატები, ისტ. ხასიათის მასალები, სამეცნ. ექსპედიციების ანგარიშები, ბიბლიოგრაფია ფარმაციის თეორ. და პრაქტ. საკითხებზე.
ბ. ჭუმბურიძე