დაბალი ეწერი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის თემში (გურიის მხარე), ნასაკირალის სერის ჩრდ. კალთაზე, მდინარეებს ყურეფასა და გულეფას შორის. ზ. დ. 220 მ, ოზურგეთიდან 18 კმ. 337 მცხ. (2002).
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის მიხედვით, ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია.