ვერულეიშვილი ავთანდილ ალექსანდრეს ძე

ვერულეიშვილი ავთანდილ ალექსანდრეს ძე (18. III. 1918, ხაშური, – 23. VIII. 1987, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1961). სწავლობდა თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში. საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტის დამთავრების (1941) შემდეგ მსახიობად მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში, მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კინტო (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში”), მეღორე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება”), მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი”), ტიბალტი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”), აიტუზა (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა”), რაბინი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა”), დერვიში (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე”), სერგო, დარჩო (ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში”, „ყარამან ყანთელაძე”), ფიჩხულა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია”), ამილახვარი (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი”) და სხვ. მოღვაწეობდა ქართ. ესტრადაზე. შექმნა აგრეთვე მრავალი ეპიზოდური კინემატოგრაფიული სახე. მონაწილეობდა ტელე და რადიოდადგმებში.