ვერულეიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (21. VII. 1916, ხაშური, – 19. I. 2000, თბილისი), ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1957). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1947). 1949-იდან მთ. მხატვრად მუშობდა სოხუმის სახელმწ. დრამ. თეატრში. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა” (1956), ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი” (1955), ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი” (1959). ვ-ის შემოქმედება გამოირჩევა ჟანრულ-თემატური მრავალფეროვნებით, ხატავდა საქართვ. პეიზაჟებს, თანამედროვეთა პორტრეტებს.