გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ექვემდებარება გორის მუნიციპალიტეტს.

დაარსდა 1938 როგორც გორის კულტურის სახლის განყ-ბა; თავდაპირველად ფუნქციონირებდა მხოლოდ მხატვრული წრეები. 1966-იდან პიონერთა სახლს გამოეყო შენობა ლენინის (ახლანდ. სამეფოს) ქუჩაზე; 1971 წ. 8 ოქტ. პიონერთა სახლს სასახლის სტატუსი მიენიჭა; გაფართოვდა წრეების ქსელი, დამყარდა კონტაქტები სსრკ-ის სხვა ქალაქების, აგრეთვე ჩეხეთის, პოლონეთის პიონერთა სასახლეებთან.

1990 საქართველოში გაუქმდა ბავშვთა და მოზარდთა პოლიტ. ორგანიზაციები, რის გამოც პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ეწოდა.

2010 წ. 1 იანვრისთვის სასახლე გორის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გ. მ. მ. ა. ს-ში, რ-იც ემსახურება ოთხასზე მეტ ბავშვს, ფუნქციონირებს: ლიტ-რის, მხატვრული, საბუნებისმეტყველო და სხვ. წრეები. მისი პრიორიტეტია საქართვ. კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილ) ბავშვებთან მუშაობა.

გ. მ. მ. ა. ს. თანამშრომლობს თბილისისა და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეებთან.