ვაგიფი მოლა ფანაჰ (დაახლ. 1717, სოფ. სალაჰლი, ახლანდ. ყაზახის რ-ნი, – 1797, ქ. შუშა), აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე. მიუღია საფუძვლიანი განათლება, იცოდა აღ-მოსავლური ენები, ლიტ-რა, მეცნიერებანი. 1769–70 ყარაბაღში მიიწვიეს, სადაც მალე გახდა სამეფო კარის გამრიგე, შემდეგ – პირველი ვაზირი. 1797 ხანის ბრძანებით ვ. თავის ვაჟიშ-ვილთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ვ. იყო რუს. ორიენტაციის მომხრე. ამის გამო მას აქტ. ურთიერთობა ჰქონდა მეფე ერეკლე II-სა და ლევან ბატონიშვილთან. XVIII ს. 70-იან წლებში დიპლ. მისიით იმყოფებოდა თბილისში და თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა ქართვ. და აზერბ. ხალხთა შეკავშირებას ირანის წინააღმდეგ. ვ-ის როლი აზერბ. ლიტ-რაში განუზომლად დიდია. იგი ახ. აზერბ. პოეზიის ფუძემდებელია. აზერბ. ლიტ-რის ისტორიაში პირველად ვ-ის ლირიკაში გამოჩნდა რეალიზმის ელემენტები. მან დააკანონა ჰეჯას ზომა, ხალხ. მეტყველებას დაუახლოვა კლასიკური ლექსი. ვ. კარგად იცნობდა საქართველოს. ქართ. თემატიკას ეხება მისი სამი ლექსი, რ-ებიც ეძღვნება ქართვ. ქალს, თბილისსა და ერეკლე II-ის ძეს, ლევანს. ვ-ის ლირიკა თარგმნილია ქართ. ენაზე.
თხზ.: Əсəрлəри, Бакы, 1960; Əsərləri, Baki, 2004; Лирика, М., 1968; [წიგნში] სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ქრესტომათია, თბ., 1968.
ლიტ.: Д а д а ш з а д е А., Певец жизни (Раздумья о Вагифе), Баку, 1968.
გ. შაყულაშვილი