ვადაჭკორია ზურაბ ივანეს ძე (24.II. 1961, თბილისი, - 1. III. 2018, იქვე ), მსახიობი, ილუზიონისტი. დაამთავრა საქართველოს საცირკო-საესტრადო ხელოვნების სახელმწ. სასწავლებელი (1986). 1981–91 იყო საქართვ. ფილარმონიის ორიგინ. ჟანრის მსახიობ-ილუზიონისტი. ვ-მ პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა. 1991-იდან არის ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის კონსულტანტი. 1986 ჩამოაყალიბა საქართვ. ილუზიონისტთა კლუბი და არჩეულ იქნა მის პრეზიდენტად. 1988 მოსკოვის ილუზიონისტთა ფესტივალის კონკურსზე „ჯადოსნური აღლუმი-88” გახდა პირველი ადგილის მფლობელი “საერთო მაგიაში”. 1992 თბილისში შექმნა საილუზიო შოუ-სპექტაკლი “მაგიური შოუ”. 1981-იდან არის მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბის წევრი. 1991-იდან გაწევრიანდა აშშ-ის საერთაშ. ილუზიონისტთა საძმოში, 2004-იდან – ქ. ბრნოს (ჩეხეთი) ილუზიონისტთა კლუბში. გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი, რ-ებიც ეძღვნება საილუზიო ხელოვნების შესწავლას. არის მრავალი ფოკუსის ავტორი და ახალგაზრდა, დამწყებ ილუზიონისტთა აღმზრდელი. 2007 შეიქმნა დსთ-ის ქვეყნებში პირველი საფოსტო მარკა „ქართული საილუზიო ხელოვნება” ვ-ს სილუეტით. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).