ვადაჭკორია ზურაბ ოთარის ძე (დ. 16. I. 1958, თბილისი), ყბა-სახის ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1997). 1979 დაამთავრა თსსი. მუშაობდა თბილ. ბავშვთა V კლინ. საავადმყოფოში (1983–87), 1987-იდან დღემდე მუშაობს თსსუ-ის გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკად. კლინიკაში. იყო თსსუ-ში ბავშვთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის გამგე (1993), ბავშვთა და მოზარდთა ქირურგ. სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი (2006). 1991–97 იყო თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკ-ტის დეკანი, 1997–2004 – თსსუ-ის პრორექტორი საერთაშ. ურთიერთობის დარგში, 2009-იდან – რექტორი. ვ. იყო თსსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, 1997–2004 – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, 1994-იდან – სახისა და ყბების განვითარების თანდაყოლილი მანკის მქონე ბავშვთა დისპანსერიზაციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ნაც. ცენტრის ხელმძღვანელი. ვ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 1 მონოგრაფიისა და 1 სახელმძღვანელოს თანაავტორი.