ვაზიანი (1945-მდე – დ ა მ პ ა ლ ო), სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მუხრანის ვაკეზე, მდ. ქსნის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 590 მ, მცხეთიდან 25 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ. 590 მცხ. (2002). სოფელი დამპალოს სახელწოდებით მოხსენიებულია წილკნის სამწყსოს სიგელში (1669). ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) მას იხსენიებს დამპალეთის სახელწოდებით და სამუხრანოში აქცევს, სოფლის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს სოფელში სარწყავი არხების მოშლის გამო წარმოქმნილი ჭაობიანი დამპალი მიწების არსებობას. 1865–თვის დამპალო შედიოდა დუშეთის უბნის ქსოვრისის სასოფლო თემში და იქ 19 კომლი ცხოვრობდა. ვ-ის მიდამოებში, სასაფლაოზე, შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია „ზუმბიანი” (XVII ს. დასაწყისი). სოფლის შუაში ციხე–გალავანია (XVIII ს. II ნახ.).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.
ჯ. გვასალია