„ეკონომისტი“

„ეკონომისტი“, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო - ა ნ ა ლ ი ტ ი კ უ რ ი ჟურნალი. გამოდის ორ თვეში ერთხელ. პირველი ნომერი გამოვიდა 2009 წ. იანვარ-თებერვალში. იგი საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. ინ-ტში 1958–67 აკად. პ. გუგუშვილის ინიციატივითა და რედაქტორობით გამომავალი ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის" ტრადიციების გამგრძელებელია. აშუქებს საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნების მეცნიერთა თანამედროვე, აქტუალური, თეორ. და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებს. მისი ელექტრონული ვერსია ვრცელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჟურნალის მთ. რედაქტორია ეკონ. მეცნ. დოქტ. რ. აბესაძე.