ვაზისუბანი (1951-მდე – უ რ ი ა თ უ ბ ა ნ ი), სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.–აღმ. კალთის ძირას, თელავი–ბაკურციხის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 500 მ, გურჯაანიდან 13 კმ. 3,9 ათ. მცხ. (2002). ახლანდელი ვ-ის ტერიტ. ადრინდ. ფეოდ. ხანაშივე მჭიდროდ დასახლებული მნიშვნელოვანი საეკლ. და სავაჭრო ცენტრი იყო. სოფელში დგას VI ს. II ნახ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფლის მახლობლად დგას X–XI სს. დიდი სამნავიანი ბაზილიკა სანაგირე. ვ-ის მახლობლადაა აგრეთვე დავითიანად წოდებულ ადგილზე მდგარი VII ს. გუმბათოვანი ეკლესია, რ-იც ორმოცი მოწამის სახელზეა აგებული.
დ. მუსხელიშვილი