ვაზისუბანი

ვაზისუბანი, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემში (იმერეთის მხარე), კოლხეთის დაბლობზე, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 20 მ, სამტრედიიდან 14 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 620 მცხ. (2002). ვ-ში არის ღვთისმშობლის ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.). ინტერიერში მოხატულობა დაზიანებულია. ჩრდილოეთის ფასადის მოჩუქურთმებულ ქვაზე ორ სვეტად ამოკვეთილია ლაპიდარული წარწერა, შუაში ასევე ამოკვეთილია ჯვარი. წარწერის თანახმად, ძეგლი აუგია ფეოდალ ჭილაძეს, აქედან მოდის ტერიტ. სახელწ. „საჭილაო”.