გორმაღალა

გორმაღალა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. ზ. დ. 200 მ, სამტრედიიდან 20 კმ. მცენარეული საფარი – მარადმწვანე ფოთლოვანი ტყე. ჰავა ძლიერ რბილია, იცის უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 4,7°C) და ძლიერ თბილი, ნოტიო ზაფხული (აგვ. საშ. ტემპრა 23,3°C); ნალექები წელიწადში 1526 მმ. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია ქლორიდულ-სულფატური, ნატრიუმიანი მინერ. წყალი, რ-საც იყენებენ აბაზანებისათვის ქვედა კიდურების დაავადებების სამკურნალოდ. მკურნალობა ამბულატორიულია.

გ. უშვერიძე