ვაკე

ვაკე, უბანი თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვ. მხარეს, ვარაზისხევიდან ყოფილ სოფელ ბაგებამდე. სახელწოდება გაჩნდა XIX ს-ში, ნიშნავს სწორ, გაშლილ ადგილს. ვ. ძვ. ვერის ნაწილის (საგაბაშვილოს) ტერიტორიაზე წარმოქმნილი დასახლ. პუნქტია. თბილისს 1907-იდან შეუერთდა. უკვე XX ს. დასაწყისისათვის წყნეთის (ახლანდ. პ. მელიქიშვილის) ქუჩის განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რ-ზედაც პატარა ხიდი იყო გადებული. თბილისის 1907 გეგმაზე ხევის გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდ. თსუ-ის მთ. კორპუსი) შენობაა აღნიშნული, მისგან დიდ მანძილზე შენდება სას. სემინარიის შენობა, ხოლო ნაკვეთი, რ-იც ყოფ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის სახელმწ. აკადემიას ეჭირა, კადეტთა კორპუსისათვის იყო გამოყოფილი. ვ-ის ინტენს. განაშენიანება XX ს. 20-იანი წლების შემდეგ დაიწყო. ვარაზისხევის ამოვსების შემდეგ იგი ფართო ქუჩით დაუკავშირდა ქალაქის სხვა ცენტრ. რ-ნებს და დღეისათვის ერთ-ერთი დიდი საცხოვრ. უბანია.

ლიტ.: თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები. ენციკლოპედია, თბ., 2008.