ვაკე

ვაკე, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის თემში (შიდა ქართლის მხარე), ხარულის ქედის სამხრ. დაბოლოებაზე, მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 960 მ, კასპიდან 14 კმ. 116 მცხ. (2002). 1342 გიორგი ბრწყინვალის ძემ დავითმა სოფ. ვ-ის მიდამოებში დააზავა ცხრაზმისხეველები და არაგველები.