ვაკიჯვარი

ვაკიჯვარი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. ნატანების მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., ფამფალეთი). ზ. დ. 320 მ, ოზურგეთიდან 13 კმ. 844 მცხ. (2002). სოფელში არის ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები. მათგან შედარებით უკეთ შემონახულია X ან XI ს. საშ. ზომის ერთნავიანი ეკლესია.