ვალიშვილი ვლადიმერ იაგორის ძე (18. VI. 1910, თბილისი, – 29. XII. 1992, იქვე), პირველი ოსი პროფესიონალი კინოდოკუმენტალისტი, კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა მოსკ. კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1936, ს. ეიზენშტეინის სახელოსნო). ნახევარი საუკუნის განმავლობაში გადაიღო 100-ზე მეტი დოკუმენტური, სამეცნ.-პოპულ. ფილმი და კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოს” 300-მდე ნომერი. მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებიდან აღსანიშნავია: „ალკაზარი” (1937), „კავკასიონის ქედის გადაღმა” (1940), „პატრიოტი მეთევზეები” (1943), „გამარჯვებით დაბრუნება” (1945), „უშბა” (1946), „სვანეთის მთებში” (1949), „ქართული ფოლადი” (1961), „ზაქარია ფალიაშვილი” (1971), „მთაში შობილი ხელოვნება” (1974), „პროფესიის სიყვარულით” (1976) და სხვ. ვ-ის მიერ ს. დოლიძესთან ერთად გადაღებულია მხატვრული ფილმი „ფატიმა” (1958). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. გვენცაძე