გორმაღლის ქედი, ლეჩხუმის ქედის სამხრეთი განშტოება, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონისა და მისი მარჯვ. შენაკადების ლაჯანურისა და ასკისწყლის აუზების წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალები: გორმაღალი (1728 მ), ლაილაში (1640 მ), გველისთავი (1465 მ). აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.
ზ. ჯანელიძე