ვალუტა

ვალუტა (იტალ. valuta – ფასი, ღირებულება), 1. ქვეყნის ფულის ერთეული (დოლარი – აშშ-ში, იენა – იაპონიაში, რუბლი – რუსეთში, ლარი – საქართველოში და ა. შ.); 2. უცხო სახელმწიფოების ფულის ნიშნები, აგრეთვე საკრედიტო და საგადასახდელო დოკუმენტები (თამასუქების, ჩეკების, ბანკნოტების სახით), რ-ებიც გამოხატულია უცხოური ფულის ერთეულებით და გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (უცხოური ვ.). გამოყენების რეჟიმის მიხედვით ვ. შეიძლება იყოს თავისუფლად კონვერტირებადი, ნაწილობრივ კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი. თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ  კ ო ნ ვ ე რ ტ ი რ ე ბ ა დ ი ა იმ ქვეყნების ვ., რ-თა კანონმდებლობით ვ-სთან დაკავშირებული ოპერაციები პრაქტიკულად შეუზღუდავია. ასეთი ვ. სპეც. ნებართვის გარეშე იცვლება ნებისმიერ სხვა ვ-ზე. პირველ რიგში მათ მიეკუთვნება აშშ დოლარი, ინგლ. გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენა, ევრო და სხვ. თავისუფლად კონვერტირებადი ვ. (განსაკუთრებით აშშ დოლარი და ევრო) ფართოდ გამოიყენება საერთაშ. ანგარიშსწორებისათვის და სავალუტო რეზერვების შესაქმნელად. ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ  კ ო ნ ვ ე რ ტ ი რ ე ბ ა დ ი ა  იმ ქვეყნების ვ., სადაც გარკვეული წრის სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვებია შენარჩუნებული. ა რ ა კ ო ნ ვ ე რ ტ ი რ ე ბ ა დ ი ა  ვ. იმ ქვეყნებისა, სადაც მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა და აკრძალვა ეროვნ. და უცხ. ქვეყნების ვ-ის შემოტანა-გატანაზე, ვ-ისა და სავალუტო ფასეულობათა ყიდვა-გაყიდვაზე, მის გაცვლაზე. ცალკეული ქვეყნების ვ-ის ყიდვა-გაყიდვა ხდება ვ ა ლ უ ტ ი ს   ბ ა ზ ა რ ზ ე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს ვ-ზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ვ-ის ბაზარი უზრუნველყოფს საერთაშ. ანგარიშსწორებასა და სავალუტო რისკის დაზღვევას, ვ-ის რეზერვის დივერსიფიკაციას, სავალუტო ინტერვენციას. ვ-ის ბაზრის მთ. სუბიექტს წარმოადგენენ ბანკები, რ-ებიც ფლობენ ფილიალთა ფართო ქსელს. ამასთან, ვ-ის ბაზარზე სავალუტო ოპერაციები ხორციელდება როგორც ბანკებს, ასევე ბანკებსა და საკუთარ კლიენტებს შორის (საერთაშ. ანგარიშსწორება საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მომსახურების, კერძო გზავნილების, კაპიტალის მოძრაობის ხაზით და სხვ.). უმსხვილესი საერთაშ. სავალუტო ბაზრებია: ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს, პარიზის, მაინის ფრანკფურტის, ციურიხის, ჰონკონგის, სინგაპურის, ბაჰრეინის და ა. შ. სხვადასხვა ქვეყნების ფულად ერთეულებს შორის თანაფარდობას ვ ა ლ უ ტ ი ს  კ უ რ ს ი  ეწოდება. ვ-ის კურსის სიდიდეზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ვ-ის მსყიდველობითუნარიანობა, ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, ინფლაციის დონე, ქვეყნის განვითარების საერთო ეკონ. დონე, წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, წარმოების ეფექტიანობა, პოლიტიკური სტაბილურობა, აგრეთვე ისეთი სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა: ნდობა, რწმენა, ინფლაციური მოლოდინი მოცემული ვ-ისადმი და მოცემული ქვეყნის ეკონ. განვითარების პერსპექტიულობა. უცხოური ვ-ის კურსის დადგენა (კოტირება) ხდება ვ-ის ბაზარზე მოქმედი მარეგულირებელი ნორმებისა და ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად. მსოფლიოს ქვეყნების ვ-ების ჩამონათვალი და თანაფარდობა ბანკნოტსა და მონეტას შორის მოცემულია ცხრილში. მსოფლიოს ქვეყნების ვალუტები

*ზოგიერთ ვალუტას, გარდა საერთაშორისო აღნიშვნისა და კოდისა, აქვს სპეციალური სიმბოლო. მაგ., – ქართული ლარი, – აზერბაიჯანული მანათი, – თურქული ლირა, – რუსული რუბლი, – სომხური დრამა, $ – აშშ დოლარი, £ – გირვანქა სტერლინგი, € – ევრო და სხვ. ** შვეიცარიული ფრანკის 1/100 ნაწილს, ქვეყანაში არსებული სამი ოფიციალური ენის შესაბამისად ეწოდება რაპენი (გერმანულად), სანტიმი (ფრანგულად) და ჩენტეზიმო (იტალიურად).