ვანთლიაშეთი

ვანთლიაშეთი, უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე, მდ. ჩარასალდისხევის (კაბალის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2441 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ვ. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხ. შენაკადი) და ავარიის ყოისუს (სულაკის მარცხ. მდგენელი; დაღესტანი) ხეობებს. მის კალთებზე სუბალპ. მდელოთა ლანდშაფტია.

დ. უკლება