ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი ო. ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ი ს   ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა. დაარსდა 1985 კულტ. სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან. პირველი ექსპოზიცია გაიხსნა ამავე წლის 29 სექტემბერს, შავიზღვისპირეთის ძვ. ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმის დროს. მუზეუმის დაარსების ინიციატორი იყო ო. ლორთქიფანიძე. მუზეუმის დაარსებას საფუძვლად დაედო ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის და ვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციები, აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრის ვანის არქეოლ. ექსპედიციის ბაზაზე დაცული მასალები. 1982 შეიქმნა ვანის სახელმწ. ისტ.-არქეოლ. მუზეუმ-ნაკრძალი; 1985 გახსნილი მუზეუმი ნაკრძალის ტერიტორიაზეა; 1987 ეწოდა ვანის სახელმწ. არქეოლ. მუზეუმ-ნაკრძალი; 2002-იდან ეწოდება ვანის ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლ. მუზეუმ-ნაკრძალი; 2005-იდან შედის საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შემადგენლობაში. მუზეუმში დაცულია ვანის არქეოლ. ექსპედიციის მიერ 1947–2009 ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში (საყანჩია, ციხესულორი, სულორი, მთისძირი, დაბლაგომი, დაფნარი და სხვ.) აღმოჩენილი არქეოლ. მასალა, რ-ის ძირითადი ნაწილი ძვ. წ. VIII–I სს-ით თარიღდება. მათგან აღსანიშნავია: ძვ. წ. II ს. ბრინჯაოს ტორსი, ოქროს სამკაულების კოლექცია, ბრინჯაოს ქანდაკებების კოლექცია, ვერცხლის მონეტების განძი სულორიდან და სხვ. საერთაშ. აღიარება ვანის მუზეუმ-ნაკრძალს მოუტანა ძვ. წ. VIII–I სს. უმდიდრესმა სამარხებმა, სადაც აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის არაჩვეულებრივი ნივთები. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვანის კოლექციის ნაწილი საერთაშ. ტურნეზე გაიტანეს და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში გამოიფინა. მუზეუმის ფონდი ივსება არქეოლ. გათხრებით; 2013 წ. 1 იანვრისათვის მუზეუმში დაცული იყო 30 ათასამდე ექსპონატი. 2012 ვანის მუზეუმი დაათვალიერა 5500-მდე მნახველმა.

 დ. კაჭარავა