ელანიძე ვალერიან აბრამის ძე

ელანიძე ვალერიან აბრამის ძე (დ. 11. I. 1931, სოფ. ჩიღო, ახმეტის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1999). 1960 დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკ-ტი. 1961–99 მუშაობდა ამავე უნ-ტში სხვადასხვა სამეცნ.-პედ. თანამდებობებზე, 1999-იდან იქვე ხელმძღვანელობს ისტორია-სამართლისმცოდნეობის ფაკ-ტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. ე. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. მისი კვლევის საგანია თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: თუშეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1988; კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები, თბ., 2006.