ვანტი

ვანტი (Vant) იან, XVI ს. ევროპელი პილიგრიმი. ვ-ის ცნობით, რ-იც დათარიღებულია 1519-ით, ქართველები კვლავ ჩვეულებრივად ფლობდნენ გოლგოთის მთას: „იერუსალიმში ბევრი ქართველია, ისინი მრავალ წმინდა ადგილს ფლობენ, კერძოდ გოლგოთის მთას იმ ადგილითურთ, სადაც ჯვარი იდგა”.

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.

ა. თვარაძე