გოტიე (ლათ. Galterius), XII ს. მოღვაწე, ჯვაროსნული ომების მონაწილე. ანტიოქიის სამთავროს კანცლერი. ავტორი ქრონიკისა „ანტიოქიის ომები" (Bella Antiochena), რ-შიც გადმოცემულია ანტიოქიის სამთავროს ისტორია 1119–26. გ. საინტერესოდ მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა გამარჯვებას დიდგორის ბრძოლაში 1121. მხოლოდ მის თხზულებაშია შემონახული იმ მოწოდების ტექსტი, რ-ითაც დავით IV-მ ბრძოლის დაწყების წინ მიმართა თავის მოლაშქრეებს.
ლიტ.: ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ზ., ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი), პარიზი, 1929 (თბ., 1989); მ ე ს ხ ი ა შ., ძლევაჲ საკვირველი, თბ., 1972.
შ. ბადრიძე