„ვაჟიკა და ხვარამზე”, ხალხური სატრფიალო ლექს-სიმღერების ციკლი, რ-შიც გადმოცემულია ქალ-ვაჟის უიღბლო სიყვარული. გადმოცემით, ვაჟიკა ნაკვეთაური და სამუკათ ხვარამზე ფშავლები ყოფილან, ცხოვრობდნენ XIX ს. II ნახევარში. თავად ხვარამზე შესანიშნავი მოლექსე ყოფილა, მასვე შეუქმნია ეს ლექსები, რ-ებიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა და გახალხურდა. „ვ. და ხ-ს” პირველი ჩანაწერი დათარიღებულია 1886-ით. ამ ციკლის ლექსები შეუკრიბავთ ი. ჭავჭავაძეს, დ. ხიზანაშვილს, პ. უმიკაშვილს, თ. რაზიკაშვილს და სხვ.; გამოუქვეყნებიათ პ. უმიკაშვილს, თ. რაზიკაშვილს, ვ. კოტეტიშვილს.
ტექსტი: ქართული ხალხური პოეზია თორმეტ ტომად, ტ. 6, თბ., 1970; ხვარამზე, „ვერცხლის თასადამც მაქცია”, თბ., 1976
ლიტ.: კ ო ტ ე ტ ი შ ვ ი ლ ი ვ., ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ლექსი ვაჟიკასი და ხვარამზისა, «თბილისის პედაგოგიური ინ-ტის შრომები», 1952. ტ. 9.
ჯ. ბარდაველიძე