გოფი ანატოლი გენრიხის ძე

გოფი ანატოლი გენრიხის ძე [16 (29). III. 1908, სოფ. კილასოვო, ახლანდ. პერმის ოლქი, – გ. წ. უცნობია], ინჟინერ-მშენებელი, წარმოშობით ინგლისელი.

1933 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. 1931–41 მუშაობდა ამიერკავკ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1941–42 „საქქალაქმშენსახპროექტში", 1942–64 – ტრესტ „საქშახტმშენში", 1964–92 – კვლავ „საქქალაქმშენსახპროექტში". 1992-იდან საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში.

სსრკ-ში პირველი უნიკალური ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ვ. ჯავრიშვილი