ელეგია

ელეგია (ბერძნ. elegeia), ლირიკული პოეზიის ჟანრი, სევდისა და წუხილის გამომხატველი ლექსი. წარმოიშვა საბერძნეთში. უძველესი ე-ების ავტორად ითვლება კალინე ეფესელი (ძვ. წ. VII ს. I ნახ.). ძვ. ბერძნ. ე. შედგებოდა რამდენიმე ელეგიური დისტიქისაგან. თავდაპირველად ე. ეძღვნებოდა სამხ. ძლევამოსილებას, პატრ. თემას, ზნეობრივ საკითხებს (მაგ., მიმნერმესა და არქილოქეს ე-ები). ე-ებს წერდნენ ჰორაციუსი, პროპერციუსი, ოვიდიუსი, ტიბულუსი. ალექსანდრიულ და რომაულ ე-ებში გამოხატული იყო სატრფიალო განცდები, გულგატეხილობა, სიმარტოვე. ახ. ევროპულ ლიტ-რაში ე-მ დაკარგა თავისი საზომი. იგი იქცა სევდიან და ფილოს.-მედიტაციური განწყობილების გამომხატველ ლექსად. ინგლ. ლიტ-რაში ე-ს სამგლოვიარო განწყობილების გამოხატვა დაეკისრა. ქართ. პოეზიაში ელეგიური საზომი არ დამკვიდრებულა. ამ ჟანრის ნაწარმოებია ი. ჭავჭავაძის „ელეგია", რ-შიც ეროვნ. გულისტკივილია გადმოცემული. პირადი განწყობილების გამომხატველია გ. ტაბიძის რამდენიმე ელეგია.

მ. გიგინეიშვილი