ვარაზ-ბაკურ გამრეკელი, ჯავახეთის ერისთავი XI ს. II ნახევარში. 1064 საქართველოში შემოიჭრა ალფ-არსლანი და ახალქალაქი ააოხრა. ამის შემდეგ მან საქართვ. მეფეს ბაგრატ IV-ს დამოყვრება შესთავაზა – ცოლად სთხოვა დისწული, რ-იც ამავე დროს სომეხთა მეფის (ტაშირ-ძორაგეტის მეფე), კვირიკეს ძმისწული იყო. ბაგრატმა კვირიკესთან მოციქულად ვ.-ბ. გ. მიაგზავნა. სომეხთა მეფემ უარი განაცხადა ძმისწულის გათხოვებაზე. ამ საბაბით ბაგრატ IV-მ კვირიკე შეიპყრო და სამშვილდე ჩამოართვა.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ბ. კუდავა