ვარაზ-ბაკური, ვ ა რ ა ზ - ბ ა ქ ა რ ი , ქართლის მეფე IV ს. II ნახევარში. აიგივებენ ამიანე მარცელინუსის მიერ მოხსენიებულ ასფაგურთან, რ-იც 368, რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ, ირანელებმა გაამეფეს. 370 ვ.-ბ. იძულებული გახდა საურმაგისათვის დაებრუნებინა მტკვრის სამხრ-ით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს მან ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართ. წყაროების თანახმად, ვ.-ბ-ის დროს ირანელებმა პირველად დააკისრეს ხარკის გადახდა ქართლს. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.
წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, «მნათობი», 1988, №3.
ლ.-ნ. ჯანაშია