დაბლარი, სარზე ან მავთულზე აკრული დაბალტანიანი ვაზი (საპირისპირო – მაღლარი).
დ. შეიძლება იყოს: ცალმხრივი ქართული, ორმხრივი ქართული, იმერული – ჯამისებრი, კორდონი და სხვ. დ-ში ვაზის შტამბის სიმაღლეა 0,5–0,8 მ. დ. მოსავლელად ადვილია და მაღალხარისხოვან მოსავალს გვაძლევს