გოშაძე გივი გიორგის ძე (1. VI. 1928, სოფ. კვაშხიეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 5. I. 2004, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1973), საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვ. წევრი (1996), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1982).
თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დამთავრების (1952) შემდეგ მუშაობდა გამომც. „საბჭოთა საქართველოს" სამრეწვ.-ტექ. ლიტ-რის რედაქციის გამგედ (1957–60), იყო საქართვ. სას.-სამეურნეო ინ-ტის პოლიტეკონ. კათედრის დოცენტი (1960–67), კათედრის გამგე (1980–92), თსუ-ის პოლიტეკონ. კათედრის დოცენტი (1967–73), პროფესორი (1973–80), ეკონ. თეორიის კათედრის პროფესორი (1992–2004). მისი სამეცნ. შრომები ეხება ეკონომიკური თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს.
დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლითა (1976) და ღირსების ორდენით (1998).
ჯ. კახნიაშვილი