ვარაზ-გრიგოლი, ალბანეთის მთავარი VII ს. 20–30-იან წლებში. რეზიდენცია ჰქონდა ციხე-ქალაქ გარდმანში (შამქორის ხეობა). ვ.-გ-ს საქართველოში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობასთან დაკავშირებით იხსენიებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ” (X ს.) და სუმბატ დავითის ძე (XI ს.), არაბების შემოსევებთან დაკავშირებით კი – მოვსეს კალანკატვაცი.
წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. 1, ი. აბულაძის რედ., თბ., 1963; მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ძვ. სომხურიდან თარგმნა ლ. დავლიანიძე-ტატიშვილმა, თბ., 1985; სუმბატ დავითის ძე, ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა, გ. არახამიას გამოც., თბ., 1990.
ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, თბ., 1980.
გ. არახამია