გოჩაშვილი გიორგი

გოჩაშვილი გიორგი, XVI ს. I ნახ. პოლიტიკური მოღვაწე, გოჩა ბატონიშვილის ძე. მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ერთ-ერთ შეთქმულებაში (1636), რისთვისაც როსტომმა შეიპყრო და თვალები დათხარა.

წყარო: ეგნატაშვილ ი  ბ., ქართლის ცხოვრების გაგრძელება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

გ. ჯამბურია