გოჩაჯიხაიში, სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, ხონი – სამტრედიის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 80 მ, ხონიდან 8 კმ, სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ . 1,0 ათ. მცხ. (2002).
სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ (XVIII ს.) შედგენილ რამდენიმე რუკაზე.